logo_geo
eng_logo
ირაკლი ბათიაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ მოწადინებულია, საქართველო ომში ჩაერთოს - არა იმიტომ, რომ უკრაინაზე გული შესტკივათ, არამედ აქ უნდათ სიტუაციის არევა, კრიზისის დაწყება და ხელისუფლების დამხობა
- +

12 მაისი. 2022. 01:51

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ მოწადინებულია, საქართველო ომში ჩაერთოს - არა იმიტომ, რომ უკრაინაზე გული შესტკივათ და რუსეთისთვის დამატებითი პრობლემების შექმნა სურთ, არამედ აქ უნდათ სიტუაციის არევა, კრიზისის დაწყება და ხელისუფლების დამხობა, - ამის შესახებ პროფესორმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ხალხი, ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს რევანშს.

 

„ჩვენ უნდა ვიაზროვნოთ რაციონალურად და განვსაზღვროთ, ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი, ავანტიურა როგორ შეიძლება შემოუბრუნდეს ქვეყანას. ვხედავთ, რომ საქართველოში გარკვეული ძალები მოწადინებული არიან, საქართველო ომში ჩაერთოს, არა იმიტომ რომ გული შესტკივათ უკრაინაზე, არამედ იმიტომ, რომ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. „ნაციონალური მოძრაობა“ მოწადინებულია, საქართველო ომში ჩაერთოს - არა იმიტომ, რომ უკრაინაზე გული შესტკივათ და რუსეთისთვის დამატებითი პრობლემების შექმნა სურთ, არამედ აქ უნდათ სიტუაციის არევა, კრიზისის დაწყება და ხელისუფლების დამხობა. გასაგებია, რომ მათ არჩევნებით ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ და მათი მიზანია, რომ დესტაბილიზაციისა და არეულობის პროვოცირების გზით როგორმე დაამხონ ეს ხელისუფლება. თავისთავად ცხადია, რომ ხელისუფლება დაიცავს თავის პოზიციებს და არ დაუშვებს ე.წ. რევანშს, მაგრამ ხალხი, ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს რევანშს. ეს გამორიცხულია. ვიცი, არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი საზოგადოების, რომელიც მობილიზებულია და არ დაუშვებს იმ ბნელეთის უკან მობრუნებას“, -- განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner