„საქართველოს ჯანდაცვის სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე და კომპეტენტურია იმისათვის, რომ კვალიფიციური დახმარება აღმოუჩინოს სააკაშვილს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირას“ განუცხადა.
„ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი, რომლითაც ჩვენი ოპონენტები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების მიქცევას ცდილობენ. უნდათ დახატონ ისეთი სიტუაცია, თითქოს სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება აქ, საქართველოში არ გაეწევა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.