logo_geo
eng_logo
ჩეხეთის სენატმა უკრაინაში რუსული არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
- +

12 მაისი. 2022. 11:14

 

 

ჩეხეთის სენატმა უკრაინაში რუსული არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ უკრაინის ელჩი ჩეხეთში ევგენი პერებიინი იტყობინება.

 

„ჩეხეთის სენატმა ახლახან გენოციდად აღიარა დანაშაულები, რომლებსაც რუსული არმია უკრაინაში სჩადის. რეზოლუცია ასევე მოიცავს მხარდაჭერას ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ უკრაინისთვის იარაღის შემდგომი მიწოდებისა და ევროკავშირში უკრაინის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – წერს ელჩი „ტვიტერის“ გვერდზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner