ზიკას ვირუსის გავრცელების გამო პუერტო-რიკოში საგანგებო ვითარება გამოცხადდა.
კუნძულის გუნბერნატორის ალექსანდრო გარსია პადილიას განცხადებით, დაავადების გავრცელების პრევენციისთვის სასწრაფო ზომებია მისაღები.
BBC-ის ინფორმაციით, ამჟამად პუერტო-რიკოში ზიკას ვირუსით 10 000 ადამიანია დაავადებული, აქედან 10% ფეხმძიმე ქალია.
ექიმების პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ზიკას ვირუსით შესაძლოა კუნძულის მოსახლეობის ¼ დაინფიცირდეს.