ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც განაცხადა - „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება, გარკვეული ნაბიჯები გადადგას - აიძულებს დასავლეთი „ქართულ ოცნებას“, უფრო საღ ვითარებაში მოხდეს რიგგარეშე თუ რიგითი არჩევნების ჩატარება“.
მისი თქმით, „აიძულებს დასავლეთი“ - ამ სიტყვების შემდეგ პოლიტიკურად და მორალურადაც დასრულებულია „სტრატეგია აღმაშენებელი“.
„აიძულებს დასავლეთი“... აი, ამ სიტყვების შემდეგ პოლიტიკურად და მორალურადაც დასრულებულია „სტრატეგია აღმაშენებელი“ თავის ვაშაძე-ჩიხლაძეებით და სხვებით. როდესაც საკუთარ ქვეყანაში ამომრჩეველს ვერ იმხრობ და გალახული ბავშვივით ტირილით საზღვარგარეთ გარბიხარ „უფროს ბიძიებთან“, დამეხმარე და შენი ვიქნებიო, ეს არის ფსკერი პოლიტიკურიც და ზნეობრივიც“, - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.