logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: სახელმწიფო დგამს ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მაქსიმალურად დაცული იყოს
- +

12 მაისი. 2022. 12:20

 

 

„სახელმწიფო დგამს ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მაქსიმალურად დაცული იყოს“, - ამის შესახებ გივი მიქანაძემ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების სათანადოდ დაცვის შესაძლებლობა არ არსებობს.

 

„აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ მისი ოჯახი, მისი თანაპარტიელები მაქსიმალურად ცდილობენ ეს კონტექსტი ისე წარმოაჩინონ, თითქოს საქართველოში არა მხოლოდ პენიტენციურ სისტემაში, არამედ მის გარეთაც არ არის იმის შესაძლებლობა, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება იყოს სათანადოდ დაცული, რაც არ შეესაბამება სიმართლეს“, - აცხადებს მიქანაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner