logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ვწუხვარ მსოფლიოში ცნობილი ქართველი მუსიკოსის, უდიდესი პიანისტის, ლექსო თორაძის გარდაცვალების გამო
- +

12 მაისი. 2022. 12:55

 

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ცნობილი პიანისტის ალექსანდრე (ლექსო) თორაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და მთელ საქართველოს თანადგომას უცხადებს.

 

„ვწუხვარ მსოფლიოში ცნობილი ქართველი მუსიკოსის, უდიდესი პიანისტის, ლექსო თორაძის გარდაცვალების გამო. მან დიდი კვალი დატოვა მსოფლიო მუსიკის ისტორიაში, როგორც შემსრულებელმა და როგორც პედაგოგმა.

 

ვიზიარებ ლექსო თორაძის ოჯახის, მისი მეგობრების, კოლეგების, მთელი საქართველოს მწუხარებას!“, - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

 

პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში 11 მაისს გარდაიცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner