logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი: პუტინთან ურთიერთობების ნორმალიზაცია შეუძლებელია
- +

12 მაისი. 2022. 13:10

 

 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობების ნორმალიზაცია შეუძლებელია. LBC რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე, შეიძლება თუ არა ვლადიმირ პუტინის დაბრუნება გლობალურ ასპარეზზე, თუ ის მოინანიებს, ჯონსონმა უპასუხა:

 

„თუკი უკრაინა ახლა რაიმე დათმობაზე წავა, ეს პუტინს კიდევ უფრო მეტ გამბედაობას შესძენს და სხვა ტერიტორიების ანექსიასაც არ მოერიდება, ამიტომ რაიმე დათმობაზე წასვლა და ზეწოლის შერბილება გამორიცხულია. მოკლე პასუხი არის - არა. არავითარი ხელახლა ნორმალიზაცია და გაერთიანებული სამეფო ძალიან მკაფიოა ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner