logo_geo
eng_logo
გიორგი კეკელიძე: ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის დამრცხებით გამოწვეული აღტკინება არის ნორმალური და მეტიც – აუცილებელი
- +

13 აგვისტო. 2016. 11:54


ქართველი ძიუდოისტის ლაშა შავდათუაშვილის მიერ რიოს ოლიმპიადაზე რუსი მეტოქის დამარცხებას ქართველთა ზეიმი და უამრავთა სასიხარულო კომენტარი მოჰყვა.


„უფლება არ მქონდა არ მომეგო რუსისთვის", - განაცხადა თავად გამარჯვებულმა.


აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძეც გამოეხმაურა.


 „ახლა ვნახე რამდენიმე გამოხმაურება, თითქოს გუშინდელი რუსი ძიუდოისტის დამარცხებით გამოწვეული სიხარული, პატარა ერის კომპლექსის ბრალიაო.

 

1) დიახ, ჩვენ რიცხოვნობით პატარა ქვეყანა ვართ, შესაბამისად ჩვენი სიხარული არის გაცილებით დიდი და განსხვავებული, ვიდრე სხვა ქვეყნების, რომელთაც გრაფაში უკვე ათობით მედალი აქვთ.

 

2) ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის დამრცხებით გამოწვეული აღტკინება არის ნორმალური და მეტიც - აუცილებელი.

 

3) სპორტი და პოლიტიკა. ზოგადი აზრით: სხვადასხვა ვერ იქნება. სპორტი ამ შემთხვევაში ჩვენი სათქმელია მსოფლიოსთვის: რომ ვარსებობთ, რომ ვართ და ძლიერები ვართ", - წერს კეკელიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner