logo_geo
eng_logo
წალენჯიხის ოპოზიციურმა მერიამ ადგილობრივებს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 644 000 ლარის სარგებლობის უფლება წაართვა
- +

12 მაისი. 2022. 13:19

 

 

წალენჯიხის ოპოზიციური მერია და საკრებულო მორიგ სკანდალში ეხვევა. წალენჯიხის ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სარგებლობის შესაძლებლობა წაართვა. საუბარია 644 ათას ლარზე, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წალენჯიხას გამოეყო და მისი ათვისება მუნიციპალიტეტის მიერ უნდა მომხდარიყო. თუმცა ოთხი თვის განმავლობაში წალენჯიხის მერიამ პროექტის საკრებულოში წარდგენა ვერ მოახერხა, რის გამოც მოსახლეობა სოფლის კრებებზე არჩეული საჭიროებების განხორციელებას ვერ შეძლებს.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის #23 დადგენილების შესაბამისად, მუნიციპალიტეტებისთვის განსაზღვრული თანხები 1-ელ მაისამდე საკრებულოს მიერ უნდა განაწილდეს. წალენჯიხის მერიამ კი საკრებულოს ვადის დარღვევით 2 მაისს მიმართა, ამ უკანასკნელმა კი საკითხი 11 მაისს განიხილა. თუმცა ოპოზიციურმა საკრებულომ სხდომაზე გაიგო, რომ ვადები დარღვეული იყო და მოსახლეობას მათი უმოქმედობის გამო 644 ათასი ლარი დაუკარგეს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამას ადგილობრივი ხელისუფლება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ახორციელებს.

 

სოფლებში განსახორციელებელ პროექტებს კი თავად ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის კრებებზე ირჩევს. მაშინ, როდესაც წალენჯიხის მერია და საკრებულო ელემენტარული ვადების დარღვევის გამო ადგილობრივ მოსახლეობას თანხებს უკარგავს, წალენჯიხის მერის მოადგილე ხელისუფლებას მისსავე მუნიციპალიტეტში ოთხი სოფლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის გამო ელენე ხოშტარიასთან ერთად ფეისბუქ ლაივებით აკრიტიკებს.

 

თამარ ბელქანიას განცხადებებს, რომ ხელისუფლება თითქოს სოფელ ფახულანში საავტომობილო ხიდს რუსული ტანკების შემოსასვლელად აშენებს - ადგილობრივი მოსახლეობა მოღალატეობრივს, უპასუხისმგებლოს უწოდებს და 2008 წელს ახსენებს, როდესაც იგივე ტერიტორია რუსულმა შენაერთებმა უპრობლემოდ ძველი ხიდითაც გადმოკვეთეს.

 

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მერის პოზიციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა, საკრებულოშიც „ნაციონალური მოძრაობის “და გახარიას პარტიის შეკვრის შემდეგ უმრავლესობას ოპოზიცია ფლობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner