logo_geo
eng_logo
WP: აშშ-ის ხელისუფლებამ აკრძალა უკრაინისთვის ისეთი სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემა, რომელიც მათ რუსეთის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის მოკვლაში დაეხმარებოდა
- +

12 მაისი. 2022. 13:40

 

 

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეიმუშავა დაზვერვის თანამშრომლებისთვის განკუთვნილი შიდა სახელმძღვანელო, რომელიც უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას ეხება. ამის შესახებ გამოცემა „Washington Post“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, სადაზვერვო სამსახურებს ეკრძალებათ უკრაინისთვის რუსეთის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობისა და უკრაინის საზღვრებს მიღმა მდებარე სამიზნეების შესახებ ინფორმაციის გადაცემა. წყაროების მტკიცებით, ამის მიზანია ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის ესკალაციისგან თავის არიდება.

 

კერძოდ, დოკუმენტი კრძალავს ისეთი ინფორმაციის გაზიარებას, რომელიც დაეხმარებოდა უკრაინას რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მაღალი თანამდებობის პირების მოკვლას. მაგალითად, ასეთებად სახელდებიან თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი. თუმცა, „Washington Post“-ის ცნობით, აკრძალვა არ ვრცელდება რუს ოფიცრებზე და გენერლებზე, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner