ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო. ერთობლივი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება ფინეთმა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღო.
„ჩემი გზავნილი მკაფიოა – ფინეთი უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას. ეს ზიანს არავის მიაყენებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ფინეთი მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, თუმცა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების, რუსეთიდან მომდინარე საფრთხისა და აგრესიის გამო სტრატეგია შეცვალა.
ამ საკითხზე თემა „NATO-ს სკანდინავიური გაფართოება: ევროპა უფრო ძლიერი და უსაფრთხო გახდება თუ პირიქით, ახალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება?“ წაიკითხეთ ბმულზე.