logo_geo
eng_logo
ლაშა ხუციშვილი 2022-2023 წლებში EBRD-ის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს
- +

12 მაისი. 2022. 15:01

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში ( EBRD) საქართველოს მხრიდან მმართველი ლაშა ხუციშვილი, ბანკის მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2022-2023 წლებში  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (ევრობანკის) ვიცე-თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.  კიდევ ერთი ვიცე-თავმჯდომარე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს წარმომადგენელი იქნება.

 

ევრობანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ კი ერთი წლის ვადით ავსტრიის მხრიდან მმართველი დაინიშნა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც წელს მაროკოში იმართება.

 

ევრობანკის მომდევნო წლიურ შეხვედრას 2023 წელს უზბეკეთის ქ. სამარყანდი უმასპინძლებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner