logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ანდრეი პიონტკოკსკი, პრაქტიკულად, შარლატანად ჩამოყალიბდა
- +

12 მაისი. 2022. 15:02

 

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ანდრეი პიონტკოკსკი, პრაქტიკულად, შარლატანად ჩამოყალიბდა.

 

„პიონტკოკსკი „კაგებეს“ მაღალჩინოსანი იყო, რაღაც გაურკვევლობები ჰქონდა აშშ-თან. იქ მას არ აქვს ავტორიტეტი და, სამწუხაროდ, დაიპყრო უკრაინული მედია, რომელიც ხშირად ციტირებს მას. ამ კომენტარების საგანგებო ნაწილი ასეთია: იმის ხელშემშლელი, რომ საქართველო მეორე ფრონტს ხსნის, არის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. სწორედ ამიტომ მათ უნდა უკარნახონ ამერიკის კონგრესს, რომ სანქციები აუცილებლად დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ომი საქართველოში არ დაიწყება - ეს არის ფორმულა და ამის იქით არაფერი იკითხება“, - აცხადებს ვოლსკი.

 

რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ ტელეკომპანიის „უკრაინა 24“ ეთერში განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია ერმაკ-მაკფოლის ჯგუფზე, რომელიც სანქციებზე მუშაობს, და უკრაინელ ჟურნალისტებს ეძლევათ საშუალება, უკარნახონ ერმაკს. პიონტკოვსკის თქმით, ამაზე წერდნენ არესტოვიჩიც და არახამიაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner