logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: თუ სცენარის ავტორები ივანიშვილს აქამდე „ნაციონალებისა“ და ენჯეოების ხელით ებრძოდნენ, ახლა უკვე პირდაპირ შეტევაზე არიან გადასული
- +

12 მაისი. 2022. 15:42

 

 

„წინასწარ დაწერილი გეგმის წინააღმდეგ, საქართველო არ გახდა მეორე ფრონტი და არ ჩაერთო ომში, ასეთ პირობებში, როგორც ჩანს, კონფლიქტი სცენარის ავტორებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის. თუ სცენარის ავტორები ივანიშვილს აქამდე „ნაციონალებისა“ და ენჯეოების ხელით ებრძოდნენ, რასაც ივანიშვილი თავისუფლად უმკლავდებოდა, გაირკვა, რომ ისინი ახლა უკვე პირდაპირ შეტევაზე არიან გადასული. საბანკო გადარიცხვების, ნახატების და ვერტმფრენის გაჩერება ამის მკაფიო მტკიცებულებაა“, - ამის შესახებ imedinews-ს ანალიტიკოსმა, მამუკა არეშიძემ განუცხადა.

 

მისივე თქმით, ივანიშვილს ვერტმფრენი უკვე კი ჩამოუვიდა, მაგრამ იმდენი გამჭრიახობა ეყოფა, რომ ამ ვერტმფრენში არ ჩაჯდეს, როდესაც ამხელა სცენარის წინააღმდეგ მიდიხარ, რისკების გათვლა რთული არ უნდა იყოს.

 

„პიონტკოვსკის გუშინდელმა მინიშნებებმა ეს დასკვნა კიდევ უფრო გამიმყარა. რუსმა პოლიტოლოგმა უკრაინელ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ივანიშვილისგან საქართველოს გასათავისუფლებლად და საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად, ერმაკი-მაკფოლის ტანდემმა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება უნდა უზრუნველყოს, რაც პირდაპირი გაგებით საქართველოდან მის „მოშორებას“ გამოიწვევს. ბაიდენის უშუალო გარემოცვის წევრსა და ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსს ნებისმიერი ქმედების განსაზღვრაზე გადამწყვეტი გავლენის მოხდენა რომ შეუძლიათ, არავისთვის დასამალი არ არის და ამაზე პიონტკოვსკიც ღიად საუბრობს. ჩემთვის სრულიად ცხადია, რომ როდესაც პიონტკოვსკი სანქციებზე საუბრობდა, ეს ერთგვარი მეტაფორა იყო. საქმეში ჩახედული კაცი ადვილად ხვდება, რომ სანქციებით ივანიშვილს ვერაფერს დააკლებენ. სანქციების პირობებში, ივანიშვილი საქართველოდან კი არ წავა, არამედ პოზიციებს კიდევ უფრო გაიმაგრებს. ხალხი თუ დაინახავს, რომ ივანიშვილს ომში საქართველოს არჩართვისთვის სჯიან, ხალხი მას ბოლომდე გვერდში დაუდგება“, - ამბობს არეშიძე.

 

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, სრულიად ცხადია, რა იგულისხმა პიონტკოვსკიმ ივანიშვილისგან საქართველოს გათავისუფლებაში - მისი მოშორება პირდაპირი გაგებით და არა პოლიტიკური თვალსაზრისით.

 

„როდესაც პიონტკოვსკი ამბობს, რომ თუ ივანიშვილი საქართველოდან გაიქცევა, რეჟიმი დაემხობა და ყველაფერი გაიოლდება, ანუ საქართველოში ომის დაწყებას წინ ვეღარაფერი დაუდგება, აბსოლუტურად ცხადია რაზეც მიანიშნებს. საქართველოს ივანიშვილის გარეშე სანქციებით რომ ვერ მიიღებ, ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, საით მიყავს პიონტკოვსკის საქმე, ცხადზე უცხადესია. პიანტკოვსკი ერთადერთი არ არის, ვინც ასეთ მინიშნებებს აკეთებს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ საფრთხე სერიოზულია და ამაზე თვალის დახუჭვა დიდი შეცდომა იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, ეს მოცემულობა ივანიშვილს და საქართველოს ხელისუფლებას კარგად აქვთ გაცნობიერებული“, - აცხადებს არეშიძე.

 

რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ ტელეკომპანია „უკრაინა 24“-ის ეთერში განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია ერმაკ-მაკფოლის ჯგუფზე, რომელიც სანქციებზე მუშაობს და უკრაინელ ჟურნალისტებს ეძლევათ საშუალება, უკარნახონ ერმაკს. პიონტკოვსკის თქმით, ამაზე წერდნენ არესტოვიჩი და არახამიაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner