logo_geo
eng_logo
გია გაჩეჩილაძე: იმდენ ხალხს შევკრებთ ივანიშვილის დასაცავად, რომ არ შეკრებილან
- +

12 მაისი. 2022. 15:45

 

 

„გამოვა კი არა, თუკი სადმე ოდესმე ადამიანების სიმრავლე ყოფილა და გამოსულა, ასი იმდენი იქნება იმიტომ, რომ საქართველომ ისე იცის ერთმანეთის გვერდით დგომა, როცა ქვეყანას და საქმეს დასჭირდება, როგორც არასდროს“, - ამის შესახებ მუსიკოსმა გია გაჩეჩილაძემ საავტორო გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა.

 

გაჩეჩილაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი იმ დროს გამოჩნდა, როდესაც იმ საშინელი კოშმარის დამთავრების ყველანაირი იმედი გადაწურული იყო.

 

„ჩვენ ეტყობა, დაგვავიწყდა, რა დროს გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, 2011 წლის 7 ოქტომბერს, ამ დღეს ვერაფერი დამავიწყებს. გადაწურული რომ იყო ყველანაირი იმედი იმ საშინელი კოშმარის დამთავრების. ყველაფერი რომ ნაცადი იყო, ყველა ტყვია გასროლილი, ოცნებაც რომ წაგვერთვა, თუ რამეს შეეძლო ამის შეცვლა. უკვე ყველას ეგონა, რომ სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ, ასე უნდა ვყოფილიყავით, ზოგი მოვკვდებოდით, ზოგი დავრჩებოდით, ეს ვითარება იყო. როგორ მახსოვს 2011 წლის 7 ოქტომბერი, პრინციპში, ამ გადმოსახედიდან დიდი ფალოსიდან მოხსნა მთელი საქართველო. იმათაც რომ გაიგეს ეს ამბავი, იმათი რეაქციებიც მახსოვს, როგორი იყო. დღევანდელი დღე რომ აიღო, უკრაინა-რუსეთის ომი და საქართველოში მშვიდობა, რომელიც არავის აძინებს, ვინც ჩვენი მტერია შიგნით თუ გარეთ. ხალხით ვერ ტეხენ, ქუჩით ვერ ტეხენ, რევოლუციით ვერ ტეხენ, ახლა უნდათ, რომ გადატეხონ ბიძინა ივანიშვილის სანქციებით და რა ჰგონიათ, რომ ამას გადატეხთ? ასე მალე გადაანგრევთ ქართველი კაცის ნებას? რომ ისევ იმ კოშმარულ სიზმარში დავბრუნდეთ, სადაც ვიყავით და იმაზე უარესში? გამოვა კი არა, თუკი სადმე ოდესმე ადამიანების სიმრავლე ყოფილა და გამოსულა, ასი იმდენი იქნება იმიტომ, რომ საქართველომ ისე იცის ერთმანეთის გვერდით დგომა, როცა ქვეყანას და საქმეს დასჭირდება, როგორც არასდროს“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner