ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტის პრეს-სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტში საეჭვო ბარის აღმოჩენის გამო, ბარგების განყოფილების ევაკუაცია განხორციელდა.
ინციდენტის ადგილას მობილიზებულია პოლიცია. ამ მომენტისთვის მას სპეციალისტები იკვლევენ. რეისების შეფერხება არ იგეგმება.
ლოს-ანჯელესის პოლიციაში დააზუსტეს, რომ ბარგის განყოფილების თანამშრომლების ევაკუაცია, უსაფრთხოების ზომების გამო განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ABC News იტყობინება.