logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: ივანიშვილი საკუთარ ინტერესებს წირავს ქვეყნის ინტერესებს
- +

12 მაისი. 2022. 16:30

 

 

„ივანიშვილი საკუთარ ინტერესებს წირავს ქვეყნის ინტერესებს“, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემა „უცნობის კიდობანში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტს ისე გვანახებს, თითქოს ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ფულის გამო წირავს ქვეყანას. სინამდვილეში პირიქით არის, ის მის აქტივებს, მატერიალურ კეთილდღეობას რისკავს ქვეყნის ინტერესებისთვის.

 

„ვინ გველაპარაკება ამას? „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი, რომლებმაც პირდაპირ ძალაუფლების და ფულის გამო გაყიდეს ქვეყანა. გაყიდეს გარეჯი, გაყიდეს ახალგორი, გაყიდეს კოდორი, ყველაფერი გაყიდეს, ძალაუფლების და ფულის გამო და ეს ხალხი გვეუბნება ივანიშვილზე, რომელმაც უცხო ქვეყანაში ფული იშოვა და მერე საქართველოში დახარჯა, რომ თურმე საქართველოს ინტერესებს წირავს საკუთარი ფულის გამო“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner