„ვერანაირი სანქცია ვერ გადატეხავს იმას, რომ საქართველოში არ გვინდა, მეორე და მეათე ფრონტი გაიხსნას“, - განაცხადა მუსიკოსმა გია გაჩეჩილაძემ საავტორო გადაცემაში „უცნობის კიდობანი“. მისი თქმით, საქართველო უმადურებისა და დაუნახავების ქვეყანა არ არის.
„არ არის საქართველო უმადურებისა და დაუნახავების ქვეყანა, ეს მილიონჯერ დაუმტკიცებია და კიდევ მილიონჯერ დაამტკიცებს. ვერანაირი სანქცია ვერ გადატეხავს იმას, რომ საქართველოში არც ერთ ჩვენგანს არ გვინდა, რომ საქართველო არ არსებობდეს! მეორე ფრონტი და მეათე ფრონტი გაიხსნას კიდევ აქ“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.