logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: მაქვს გონივრული ეჭვი, რომ თეა წულუკიანის დაპირისპირება უნდათ ირაკლი ღარიბაშვილთან
- +

12 მაისი. 2022. 17:13

 

 

„თემა არის ღარიბაშვილ-წულუკიანის დაპირისპირების მცდელობა! აქ ერთ რგოლად მრთავენ მე, როგორც ირაკლის მხარეს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ცოტა ხნის წინ ,,ჭუტავიზიიდან'' მომივარდნენ სახლში! გაზის აღმრიცხველი მეგონა, თორემ კარს არ გავუღებდი.

 

ბატონო გელა, თქვენ სტატიებს ირაკლი ღარიბაშვილი გიკვეთავთო? 2012-შიც ირაკლი ღარიბაშვილი გიკვეთავდათო? თეა წულუკიანზე სტატია რომ დაწერეთ 2012-ში, ეგეც ირაკლი ღარიბაშვილმა დაგიკვეთათო?

 

იდგა ქალი მიკროფონით და 10 წლის წინანდელ რაღაცაზე მელაპარაკებოდა. უკან „კამეროსანი“ ედგა და იღებდა.

 

მაქვს გონივრული ეჭვი, რომ თეა წულუკიანის დაპირისპირება უნდათ ირაკლი ღარიბაშვილთან.

 

სქემა ასეთია: ვითომ 2012-ში ირაკლის დაკვეთით ვაკრიტიკებდი თეა წულუკიანს. არც კი მახსოვს, რა დავწერე 10 წლის წინ!

 

მაშინ ერთ-ერთ გაზეთში ვმუშაობდი, ირაკლისთან საერთოდ არ მქონდა ურთიერთობა, რანაირად დამიკვეთავდა?

 

ამ დუპლეტებს დღესაც ჰგონიათ, კაბინეტში ვუზივარ და სტატიების შინაარსს ერთად ვადგენთ!

 

ჩემმა შვილმა დაიფრინა, ჯერ უნდა დაგერეკათ და ისე მოსულიყავითო. ტელეფონის ნომერი არ გვქონდაო. ისემც ამათი დუპლეტი კეთილები!

 

მოკლედ, მე არ ვიცი, შავნოდარა რას შეთხზავს მძიმე მუსიკის ფონზე. ერთი ცხადია, თემა არის ღარიბაშვილ-წულუკიანის დაპირისპირების მცდელობა!

 

აქ ერთ რგოლად მრთავენ მე, როგორც ირაკლის მხარეს.

 

შეიძლება, თეა წულუკიანი მართლაც გამიკრიტიკებია და ბევრი სხვაც გამიკრიტიკებია, მაგრამ დაკვეთით? არასდროს!

 

გარდა ამისა... 2012 წლის შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუ წულუკიანთან რამე პრეტენზია მქონდა, მან თავისი ქცევით გააქარწყლა და ამიტომაც ვცემ დიდ პატივს.

 

ასე რომ... ჭამე, ნოდარიიიი!!!

 

ამ ჩემისებმა, თუ აგრესორებად და კაციჭამიებად გამოგვიყვანეს, არ დაიჯეროთ!

 

დანარჩენს იმის მიხედვით მოგახსენებთ, რასაც ოფიციალურად აღიარებულ აფერისტ „ჭუტას“ დაკვეთით შეთხზავენ.

 

ასე იქნება ეს!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner