logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ამ ჭაობის ბაყაყისებრთა ოჯახის წარმომადგენელმა განაცხადა, სანამ ერეკლე მეორეს მოღალატედ არ გამოვაცხადებთ, არაფერი გვეშველებაო
- +

12 მაისი. 2022. 17:36

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ბატონო ლევან, უკაცრავად, მაგრამ თქვენი ყველაყისამ!

 

ამ ჭაობის ბაყაყისებრთა ოჯახის წარმომადგენელმა განაცხადა, სანამ ერეკლე მეორეს მოღალატედ არ გამოვაცხადებთ, არაფერი გვეშველებაო... ირაკლი ღარიბაშვილიც ერეკლეს აჰყოლია და იმავეს ლაპარაკობს, ომი არ გვინდაო... გვინდა, როგორ არა, აბა, უომრად რა ხეირი ვნახეთო?

 

ამან არისტოფანეს „ბაყაყები“ რომ გააფუჭა თარგმანში, თავი დიდად მოაზროვნე ჰგონია. პერიოდულად წამოუვლის ხოლმე, ძირითადად გარდაცვლილ პიროვნებებს „უტრაკებს“. იცის, ვერ უპასუხებენ. 

 

ბატონო ლევან, უკაცრავად, მაგრამ იქნებ საზოგადოებას ამცნოთ, როდის უნდა დაანებოთ თავი ბებიათქვენის მუთაქების თელვას? არა, მე არ მაქვს იმედი, რომ მუთაქების თელვას და საკუთარ თავზე დაფსმას შეეშვებით, მაგრამ რავი, მაინც ვიკითხე!

 

ჰოდა, ეგ გაცვეთილი გვერდები იქამდე არ აგიდგეთ, სანამ ის ერეკლე მოღალატედ გამოაცხადოთ და ამ ირაკლის კიდევ რამე გადაუღუნოთ! ერთი მარტო სცადეთ!

 

არა, ის როგორ იყო, რუს გენერალს თუ ლეიტენანტს ანგარიშს რომ აბარებდით და მიშა სააკაშვილმა კიდევ ფარულად რომ ჩაგწერათ და გამოგიქვეყნათ? რაც მართალია, მართალია, მიშა მაგ საქმეში მაგარი იყო. ისე, საინტერესოა, კიდევ აბარებთ ხოლმე ანგარიშებს რუსებს, თქვე ჩვენის ტრულაილავ?!

 

ალბათ, აბარებთ, იმის ჭამას ხომ არ მოიშლიდით?!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner