logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო
- +

12 მაისი. 2022. 17:49

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო.

 

მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

 

პრემიერ-მინისტრთან ერთად ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე იმყოფებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner