„თურმე საცოდავი აფხაზები და ოსები მივატოვეთ რუსეთთან ბრძოლაში, წარმოიდგინეთ, რამხელა შარლატანობა და მანიპულაციაა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ ანდრეი პიონტკოკსკიზე საუბრისას განაცხადა.
„სამწუხარო ის ფაქტია, რომ მას ამერიკასა და სერიოზულ საექსპერტო საზოგადოებაში საერთოდ არ განიხილავენ, არავინ არ უსმენს და უშველებელი საეთერო სივრცე აქვს დათმობილი უკრაინაში. ანუ, უკრაინას აძლევს ისეთ ინფორმაციას, რომ მათ გაუღვივოს ისეთი წარმოდგენა ჩვენზე, თითქოს ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისშემშლელი მიზეზი იმისა, რომ რუსეთი უფრო მძიმე მდგომარეობაში არ არის, ვიდრე ამ სანქციების გამო შეიძლება ჩავარდეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.