logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: მქონდა პატივი, პირადად გამეცნო ლექსო თორაძე, ის ნამდვილად იყო ამერიკაში ქართული ნიჭის და ქართული დიასპორის გამორჩეული წარმომადგენელი
- +

12 მაისი. 2022. 20:23

 

 

უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი ლეგენდარული პიანისტის ალექსანდრე ლექსო თორაძის გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ლექსო თორაძის შთამბეჭდავი საშემსრულებლო ხელოვნება მომავალში კიდევ მრავალჯერ დაფასდება.

 

„დარწმუნებული ვარ, მისი შთამბეჭდავი საშემსრულებლო ხელოვნება მომავალში კიდევ მრავალჯერ დაფასდება, რადგან ლექსომ პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე აღზარდა მუსიკოსების მრავალი თაობა. მქონდა პატივი პირადად გამეცნო ლექსო თორაძე, ის ნამდვილად იყო ამერიკაში ქართული ნიჭის და ქართული დიასპორის გამორჩეული წარმომადგენელი. ვიზიარებ ლექსო თორაძის ოჯახის მწუხარებას, ვუსამძიმრებ მათ და მთელს საქართველოს“, - წერს დავით ზალკალიანი.

 

პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში 11 მაისს გარდაიცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner