logo_geo
eng_logo
Instagram-ის შემქმნელი მილიარდელი გახდა
- +

13 აგვისტო. 2016. 12:40


გავლენიანი გამოცემა Forbes-ის ცნობით, 32 წლის ბიზნესმენის ქონება 1,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.


მილიარდერების კლუბში კევინ სისტრომი იმის გამო მოხვდა, რომ რამდენიმე დღის წინ Facebook-ის კოპირებამ ისტორიული ზრდა დააფიქსირა.


სისტრომი Facebook-ის აქციების 0,3% -ის მფლობელი რამდენიმე წლის წინ გახდა, როცა Facebook-  Instagram-ის მობილური აპლიკაცია მიყიდა.


ეს მოხდა 2012 წლის აპრილში, როცა მარკ ცუკერბერგის კომპანიამ Instagram-ი 1 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა.


კევინ სისტრომი 1983 წლის დეკემბერში, აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ჰოლისტონში დაიბადა. ის აღმსარებლობით პროტესტანტია. სისტრომის წინაპრები აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში ცხოვრობდნენ და მსხვილ კორპორაციებში მუშაობდნენ.


მაგალითად, მომავალი მილიარდერის მამა დუგლას სისტრომი სხვადასხვა დროს მუშაობდა ინგლისის ბანკში Hr-სპეციალისტად, შემდეგ კი მსხვილ კომპანია TJX-ში ვიცე-პრეზიდენტად. კევინის დედა, დიანა, ბოლო 30 წლის განმავლობაში მარკეტინგის სფეროში მუშაობს. მილიარდერის ბებია კი ისეთ კორპორაციებში იყო დასაქმებული, როგირიცაა შტანდარტ Oil-ი და Western Union-ი, პენსიაზე გასვლის შემდეგ კი პროტესტანტული თემის აქტივისტი გახდა.


კევინ სისტრომი ბიზნესით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული, ხშირად დედასთან ერთად მარკეტინგულ აქციებს ესწრებოდა. სისტრომის ოჯახი საკმაოდ შეძლებული იყო და მშობლებმა ის პრესტიჟულ კერძო სკოლაში, მიდლსექსში გაუშვეს.


სკოლაში კევინს ყველაზე მეტად კომპიტერული მეცნიერება აინტერესებდა. როგორც ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ-ი აღნიშნავს, ბიჭზე დიდი გავლენა მოახდინა ბიძამისმა - პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტმა, რომელიც კევინს თავის ნოუთბუქს ხშირად აძლევდა.


XX საუკუნის დასასრულს აშშ-ში ნამდვილი ინტერნეტბუმი დაიწყო, გამოჩნდა უამრავი რაოდენობის ახალი ონლაინსერვისი, კორპორაციებმა საკუთარი ვებგვერდების შექმნა დაიწყეს. მაშინ კევინ სისტრომისთვის უკვე სავსებით გასაგები იყო, რომ მისი მოწოდება ინტერნეტი და კომპიუტერიზაციაა.


სტენფორდის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მან აიღო ბაკალავრის დიპლომი მართვისა და ინჟინერინგის სფეროში და მიიღო კომპანია Google-ის საქმიანი შემოთავაზება.


პირველი ორი წლის განმავლობაში სისტრომი Google-ის პროექტების პოპულარიზაციით იყო დაკავებული, შემდეგ კი კომპანიის კორპორატიული განვითარების ჯგუფში მუშაობდა.


წარმატებების მიუხედავად, სისტრომმა ინტერნეტგიგანტის დატოვება გადაწყვიტა, რადგან მისი თქმით, კორპორაციას ინდივიდუალიზმი აკლდა.


საკუთარი მობილური აპლიკაციის შექმნაზე სისტრომმა ფიქრი ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს დაიწყო. პროტოტიპი შექმნა 2010 წლის იანვარში, რითაც დააინტერესა ახალგაზრდა ამერიკელი ბიზნესმენი სტივ ანდერსონი, რომელმაც პროექტისთვის 250 ათასი შშ დოლარი გამოყო.


სისტრომმა აპლიკაციაზე აქტიური მუშაობა დაიწყო და ამ მიზნით სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი, მაიკ კრიგერი მიიწვია. მათ გადაწყვიტეს, რომ ბაზარზე თავის დამკვიდრების მიზნით საჭიროა ისეთი აპლიკაციის შექმნა, სადაც წამყვანი როლი ფოტოსურათებს დაეთმობა. აპლიკაციას Instagram-ი დაარქვეს.


Instagram-ის ფუნქციების შექმნაზე სისტრომი ე.წ. ლომოგრაფიის ტექნიკამ შთააგონა. ჯერ კიდევ 2005 წელს ის ფლორენციაში ვიზიტის დროს Holga-ს ფოტოაპარატის მუშაობის ტექნიკას გაეცნო, რომელიც ფოტოსურათების სხვადასხვა ეფექტით გადაღების საშუალებას იძლეოდა.


2010 წლის ოქტომბერში, რამდენიმეთვიანი სატესტო მუშაობის შემდეგ Instagram-ი ბაზარზე გავიდა. ერთ თვეში უფასო აპლიკაცია დაახლოებით ერთმა მილიონმა ადამიანმა ჩამოტვირთა, რის გამოც აპლიკაციის გადატანა უფრო ძლიერ, Amazon-ის სერვერზე გახდა საჭირო.


სწორედ მაშინ Instagram-ის ხელმძღვანელობა წამოვიდა Facebook-თან გარიგებაზე - რადგან ასეთ მსხვილ კომპანიასთან გაერთიანება აპლიკაციას განვითარებული ინფრასტრუქტურის გამოყენების საშაულებას მისცემდა.


ორი კომპანიის შერწყმის შემდეგ დაიწყო Instagram-ის განვითარება - აპლიკაციას დაემატა ახალი ფუნქციები, თავად კევინ სისტრომი კი, Instagram-ის გენერალური დირექტორის პოსტთან ერთად, გახდა აშშ-ის სუპერმარკეტების უმსხვილესი ქსელის - Wal-Mart-ის დირექტორთა საბჭოს წევრი.


Bank Credit Shuise-ის შეფასებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში Instagram-ის წილმა Facebook-ის სარეკლამო შემოსავალში 10%-ზე მეტი - 573 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.


ერთი თვის წინ Instagram-ის რეგისტრირებულ მომხმარებელთა რაოდენობამ 500 მილიონს გადააჭარბა, აპლიკაცია ითვისებს ახალ ბაზრებს - ძირითადად ჩინეთსა და ინდოეთს.


კევინ სისტრომი მიიჩნევს, რომ დროა instagram-ის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა, რადგან „სამყაროს შესაცვლელად ფოტოსურათების რამდენიმე ფილტრი საკმარისი არ არის". მილიარდერს სურს, რომ პერსპექტივაში აპლიკაციას ე.წ. დამატებითი რეალობის ფუნქცია დაემატოს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner