logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტარი: ფინეთის გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის აგრესიული ქმედებებია, სხვა შემთხვევაში ფინეთი ნატოს არ შეურთდებოდა
- +

12 მაისი. 2022. 20:44

 

 

“ფინეთის გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის აგრესიული ქმედებებია, სხვა შემთხვევაში ფინეთი ნატოს არ შეურთდებოდა,” - განაცხადა ევროპარლამენტარმა ალვინა ალვინა ალამესტამ. მისი თქმით, ნატოს წევრობა ფინეთისთვის უსაფრთხოების გარანტიაა.

 

„უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ფინეთისთვის. საბოლოო გადაწყვეტილებას გამოვაცხადებთ ორშაბათს. ჩემთვის, როგორც ფინეთის ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელისთვის, ნატოს წევრობა ნამდვილად არის ფინეთისთვის უსაფრთხოების გარანტია, რაც ასე ძალიან გვჭირდება. სიმართლე გითხრათ არ გვეგონა ამ მომენტამდე თუ მივიდოდით და ომამდე ვფიქრობდით, რომ რუსეთი პატივს სცემდა საერთაშორისო კანონმდებლობას, დემოკრატიას და კანონზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს. ასე არ მოხდა და რუსეთს არავინ ენდობა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ქვეყნები რომლებიც ელოდებიან ნატოს წევრობას და ასპირანტები არიან, მათთვისაც გაიღება ნატოს კარი და ამისათვის ალიანსის მიერ დაწესებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. ეს აუცილებელია, რადგან ბევრ ქვეყანას სჭირდება ალიანსის მიერ უზრუნველყოფილი უსაფრთხოება. რუსეთმა კი უნდა გაანალიზოს და შეეგუოს აზრს, რომ ნატო თავდაცვითი ორგანიზაციაა და ალიანსი არ ესხმის თავს რუსეთს. ფინეთის გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის აგრესიული ქმედებებია, სხვა შემთხვევაში ფინეთი ნატოს არ შეურთდებოდა. ფინეთი გააძლიერებს ნატოს და იქნება სანდო პარტნიორი ყველასთვის“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner