logo_geo
eng_logo
ფინური მედია: წამყვანი ფინელი პოლიტიკოსები გააფრთხილეს, რომ ხვალიდან რუსეთმა ფინეთისთვის გაზის მიწოდება შეიძლება შეწყვიტოს
- +

12 მაისი. 2022. 22:38

 

 

წამყვანი ფინელი პოლიტიკოსები გააფრთხილეს, რომ ხვალიდან რუსეთმა ფინეთისთვის გაზის მიწოდება შეიძლება შეწყვიტოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ გაზეთ Iltalehti-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ფინური გაზეთი აღნიშნულ ინფორმაციას ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ფინეთში გამოყენებული გაზის უმეტესი ნაწილი რუსეთიდან მოდის, თუმცა გაზი ქვეყნის წლიური ენერგიის მოხმარების მხოლოდ 5%-ს შეადგენს.

 

თუმცა, გაზის მიწოდების უმეტესი ნაწილის დაკარგვა ნიშნავს, რომ ინდუსტრიის გიგანტებს, როგორიცაა Neste და Metsa და ასევე სხვა კომპანიებს სატყეო, ქიმიურ და კვების მრეწველობაში, მოუწევთ ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიება ან წარმოების ადაპტირება.

 

დღეს ფინეთმა ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო. ერთობლივი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნეს.

 

ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი გააკეთ

ფინეთი მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, თუმცა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების, რუსეთიდან მომდინარე საფრთხისა და აგრესიის გამო სტრატეგია შეცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner