logo_geo
eng_logo
მესი არგენტინის ნაკრებს დაუბრუნდა
- +

13 აგვისტო. 2016. 13:01


ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებში დაბრუნდა.  ამის შესახებ ინფორმაცია არგენტინის ეროვნული ნაკრების ოფიციალურ ,,Facebook"  გვერდზე ვრცელდება.


როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ნაკრებში ასევე ბრუნდებიან ხავიერ მაშერანო და სერხიო აგუერო. არგენტინის ეროვნული ნაკრების ახალმა მწვრთვნელმა ედგარდო ბაუსამ ფეხბურთელები სექტემბერში გასამართი მატჩებისთვის გამოიძახა.


Facebook  გვერდი ასევე ავრცელებს მესის წერილს, სადაც ფეხბურთელი ადასტურებს, რომ ეროვნულ კარებს უბრუნდება.


ვხედავ, რომ არგენტინულ ფეხბურთში ბევრი პრობლემაა და მე არ მსურს კიდევ ერთი დავუმატო, მე არ მსურს მისთვის რაიმე ზიანის მიყენება. ყოველთვის ვცდილობდი დავხმარებოდი, რითაც შემეძლო. არგენტინულ ფეხბურთში ბევრი რამ არის მოსაგვარებელი, მაგრამ ვარჩევთ, ყველაფერი შიგნით მოვაგვაროთ და არ გავაკრიტიკოთ გარედან, შიდა სამზარეულოში მოვაგვაროთ ყველანაირი პრობლემა. ბოლო ფინალის დროს, ჩემს თავში ბევრი რამ ხდებოდა და წასვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ ჩემი ქვეყანა და არგენტინის მაისური ძალიან მიყვარს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომლებსაც სურდათ გამეგრძელებინა თამაში არგენტინის ნაკრებში.  ვიმედოვნებ, ძალიან მალე კიდევ შევძლებ გულშემატკივრისთვის ბედნიერების მინიჭებას", - ნათქვამია მესის წერილში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner