logo_geo
eng_logo
დმიტრო კულებამ გერმანულ კომპანიებს მოუწოდა, რუსეთი დატოვონ და თავიანთი ბიზნესი უკრაინაში გადაიტანონ
- +

12 მაისი. 2022. 23:11

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გერმანულ კომპანიებს მოუწოდა, რუსეთი დატოვონ და თავიანთი ბიზნესი უკრაინაში გადაიტანონ.

 

„მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში საშინელი სისასტიკის ჩადენას განაგრძობს, უცხოური კომპანიების შემოსავლები, რომლებიც ჯერ კიდევ ახორციელებენ თავიანთ ბიზნესს რუსეთში, უკრაინის სისხლით არის გაჟღენთილი. მოვუწოდებ გერმანიის ბიზნესს, დატოვონ რუსეთი და გადავიდნენ უკრაინაში. ეს იქნება ევროპაში მშვიდობისთვის შეტანილი გულწრფელი წვლილი“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner