აჭარის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს გუნდის წევრი ანი ჯანუყაშვილი Forbes Georgia-ს პროექტის 30 UNDER 30-ს გამარჯვებულია.
Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30 წლამდე ასაკში, შემდეგ სფეროებში მიაღწიეს: კულტურა და სტილი, ტექნოლოგიები, მეცნიერება, ანტრეპრენიორები და მეწარმეები, მედია და მარკეტინგი.
Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 იმ ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი გაბედულებით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს.