logo_geo
eng_logo
მაკრონი: საფრანგეთი ნატოში გაწევრიანების შესახებ ფინეთის განაცხადს სრულად უჭერს მხარს
- +

12 მაისი. 2022. 23:54

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თავის ფინელ კოლეგას საული ნიინისტეს განუცხადა, რომ საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს ნატოში გაწევრიანების შესახებ ფინეთის განაცხადს.

 

„საფრანგეთის პრეზიდენტმა ფინეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს ფინეთის სუვერენულ არჩევანს სწრაფად გაწევრიანდეს ნატოში“, - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

დღეს ფინეთმა ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო. ერთობლივი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნეს.

 

ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი გააკეთ

ფინეთი მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, თუმცა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების, რუსეთიდან მომდინარე საფრთხისა და აგრესიის გამო სტრატეგია შეცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner