სტამბოლის პოლიციის მიერ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, ძებნაში მყოფი 111 ადამიანია დაკავებული.
სპეცოპერაციის ფარგლებში, 26 ათას მოქალაქეს შეუმოწმეს დოკუმენტები. ასევე შეამოწმეს 6 ათასი ავტომობილი.
სპეცოპერაციის შედეგად, სტამბოლის პოლიციამ, 23 ცეცხლსასროლი იარაღი, 92 გრამი ნარკოტიკული საშუალება და 2760 კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი ამოიღო.