logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა სააკაშვილზე: სად საზღვარგარეთ უნდა წავიდეს, იმ ადამიანებს არ ეკითხებით, ვის ბედზეც, როგორც ბულდოზერმა გადაიარა?
- +

13 მაისი. 2022. 00:47

 

 

“სად საზღვარგარეთ უნდა წავიდეს, იმ ადამიანებს არ ეკითხებით, ვისზეც, ვის ბედზეც, ოჯახებზე როგორც ბულდოზერმა გადაიარა? მაშინ სხვებიც გამოვუშვათ, ზოგს კუჭი სტკივა. ბადრაგი და ჩაკეტილი კარი არავის უყვარს,” - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„სამი პრეზიდენტი ზის სამხრეთ კორეაში, და ამ ქვეყანას არადემოკრატიულობას ვერავინ დასწამებს. ეს მაგათ არ ესმით, რომ ნებისმიერი ასეთი მოქმედება არის ქვეყნის და საზოგადოების შეურაცხყოფა და არა პოლიტიკური პარტიის. ნაცმოძრაობა არის დამნაშავე საზოგადოების წინაშე. დღეს სააკაშვილისთვის გააფთრებული ძალაა იმიტომ მიდის, რომ თუ სააკაშვილი გამტყუნდა, ეს ნიშნავს, რომ ყველა ისინიც დამნაშავეები არიან და ისინი დამნაშავეები არიან. ისინი თავიანთი თავისთვის იბრძვიან, თავიანთ თავს იცავენ და სულ არ ადარდებთ სააკაშვილი. ბარამიძე, ადეიშვილი, ოქრუაშვილი, ბურჯანაძე, ბოკერია დამნაშავეა და დანარჩენებიც, ახლა რომ შეაფარეს თავი „ლელოს“. ამიტომ იბრძვიან გააფთრებით.

გვარამია პროკურორის მოადგილე იყო და ფილმი რომ იყო „ნოემბრიდან ნოემბრამდე“, ჩემ ბრალმდებლად იყო გამოსული. 7 საქმეზე დამდეს ბრალი და ვერცერთი დაამტკიცეს. რა თქმა უნდა გვარამია თავს მოიკლავს, იმიტომ რომ იცის, რომ თუ სააკაშვილი დამნაშავეა, ყველა ესენი დამნაშავეები არიან, თორემ ვის ადარდებს სააკაშვილი“, - განაცხადა ხაინდრავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner