logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული
- +

13 მაისი. 2022. 00:48

 

 

“თუ ვინმეს აინტერესებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ, რომ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული,” - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, კანონმდებლობის თანახმად, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე. მისივე განმარტებით, ეს არის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით პასუხი.

 

როგორც რატი ბრეგაძე აღნიშნავს, ახლა საუბარია სრულიად გაუგებარ და სამართლებრივი სივრციდან გასულ თავდებობაზე, რომელსაც სამართლის არცერთი ნორმა არ იცნობს.

 

„რა თავდებობაზეა საუბარი, როდესაც ადამიანი არის მსჯავრდებული, სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. მოდიან პარლამენტის წევრები, რომლებიც ხან პარლამენტის წევრები არიან, მერე გამოდიან, მერე ისევ შედიან, ვერ ყალიბდებდებიან, პარლამენტის წევრები არიან თუ არა. მოდის ეს ხალხი და უნდათ, რომ ჩაუდგნენ თავდებში და ამაზე ჩვენი პასუხია შემდეგ, ჯერ უნდა გაერკვნენ ქართულ სამართალში. ისინი პარლამენტის წევრები არიან, მათ კომპიუტერებში აქვთ საკანონმდებლო მაცნე და შეუძლიათ გაეცნონ, ან კვალიფიციურ თანამშრომლებს დაეკითხონ, თუმცა მათ ეს არ აწყობთ, არამედ პოლიტიკური კამპანია სახელწოდებით, გავიდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და დაბრუნდეს მაშინ, როდესაც საჭიროდ ჩათვლის. ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ ვერც ულტიმატუმის, ვერც სამართალთან შემხებლობაში არმყოფი მოწოდებების საფუძველზე და ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ყოველთვის დაეფუძნება სამართალს. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე, პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენ ციხის კარს ვერავის გავუღებთ შესაბამისი საფუძვლის გარეშე. თუკი ვინმეს აინტერესებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ, რომ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner