logo_geo
eng_logo
პროკურატურაში ლალი მოროშკინას დაკითხვა მიმდინარეობს
- +

13 აგვისტო. 2016. 13:20


პროკურატურაში პოლიტიკური მოძრაობა "თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრის ლალი მოროშკინას დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, მოროშკინას ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებასთან დაკავშირებით კითხავენ. ამის შესახებ ინფორმაცია მოროშკინამ გუშინ თავად გაავრცელა.


საქმე ეხება ვანო მერაბიშვილის მიერ ორი წლის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომ მაშინდელი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დავალებით ის საკნიდან გაიყვანეს.


როგორც ლალი მოროშკინამ დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია და ასეთი მანიპულაციის ჩატარება არავის სჭირდებოდა.

 

„ახლაც მგონია, რომ ეს ვარაუდია, არავის სჭირდებოდა ასეთი მანიპულაციის ჩატარება, გამოყვანა. ადამიანის დაკითხვა საკანშიც შეიძლება და მგონია, რომ ეს უფრო "ნაციონალური მოძრაობის" ფანტაზიის უნარია. ჩემთან კითხვები ამასთან დაკავშირებით ვერ იქნება", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.


მისივე თქმით, ის 2014 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იყო და იმ პერიოდში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყებას მიმართა.



„2014 წელს მე ვიყავი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი და იყო რიგი დარღვევები, რასთან დაკავშირებითაც მე პროტესტიც გამოვთქვი, სხვადასხვა უწყებას მივმართე, რომ მე ვიყავი მრჩეველი და ცხადია, ჩემს კომპეტენციაში შედიოდა როგორც რჩევის მიცემა, ასევე იმ უკანონობის ალაგმვა, რაც იმ პერიოდში დეპარტამენტში ხდებოდა", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner