შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული მ. ჭ. განზრახ მკვლელობის ფაქტზე დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 12 აგვისტოს ბრალდებულმა, თელავის რაიონის სოფელ ლეჩურიდან თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, აშშ-ს მოქალაქეს, 1975 წელს დაბადებულ მ. ფ.-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მ. ჭ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.