logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება მშვიდობა გრძელვადიანი. არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი ომი არ იქნება ქვეყანაში
- +

13 მაისი. 2022. 14:24

 

 

„ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება მშვიდობა გრძელვადიანი, არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი ომი არ იქნება ქვეყანაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლანჩხუთში, გურიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა.

 

 

 

„ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა იომა სამჯერ უკვე, რუსეთის ფედერაციასთან, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ დაწყებული 90-იან წლები, შემდეგ შიდა ომი, შემდეგ სამოქალაქო ომი და ათასი უბედურება გადავიტანეთ, შემდეგ აგვისტოს ომი, რამაც დამანგრეველი შედეგები მოიტანა და ოკუპაცია გამოიწვია ჩვენი ტერიტორიების და დღემდე ეს გრძელდება. და აი ამას თუ ჩვენ კარგი ანალიზი არ გავუკეთეთ და ჩვენ თუ კიდევ გავაგრძელეთ უპასუხისმგებლო რიტორიკა და უპასუხისმგებლო საქმიანობა, მათ შორის შიდა მტრების დესტრუქციული საქმიანობა, რა თქმა უნდა ეს ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს. ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება მშვიდობა გრძელვადიანი. არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი ომი არ იქნება ქვეყანაში, პირიქით იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner