logo_geo
eng_logo
პრემიერმა გრიგოლეთში ახალი სასტუმრო „გრიგოლეთი ბიჩ რიზორტი“ დაათვალიერა
- +

13 მაისი. 2022. 16:01

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გრიგოლეთში ახალი სასტუმრო „გრიგოლეთი ბიჩ რიზორტი“ დაათვალიერა.

 

60-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით დაფინანსდა,  საერთაშორისო ბრენდ „Trademark Collection by Wyndham“-ს ეკუთვნის.

 

სასტუმროს აქვს აუზი, ორი რესტორანი და სპა ცენტრი. პროექტის ჯამური ინვესტიცია 10 493 640 ლარია. სესხის მოცულობა კი 2 988 390 ლარს შეადგენს.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner