საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გრიგოლეთში ახალი სასტუმრო „გრიგოლეთი ბიჩ რიზორტი“ დაათვალიერა.
60-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით დაფინანსდა, საერთაშორისო ბრენდ „Trademark Collection by Wyndham“-ს ეკუთვნის.
სასტუმროს აქვს აუზი, ორი რესტორანი და სპა ცენტრი. პროექტის ჯამური ინვესტიცია 10 493 640 ლარია. სესხის მოცულობა კი 2 988 390 ლარს შეადგენს.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.