logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე ევროკავშირი კონსტრუქციული ეკონომიკური პლატფორმიდან აგრესიულ და მებრძოლ მოთამაშედ გადაიქცა
- +

13 მაისი. 2022. 18:07

 

 

„უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე ევროკავშირი კონსტრუქციული ეკონომიკური პლატფორმიდან აგრესიულ და მებრძოლ მოთამაშედ გადაიქცა“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

 

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირი უკვე გამოხატავს თავის ამბიციებს ევროპის კონტინენტის მიღმა.

 

ლავროვის განცხადებით, ევროკავშირი ცდილობს იმავე გზის გავლას, რომელიც NATO-მ უკვე გაიარა, რითაც ადასტურებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან შერწყმის ტენდენციას და, ასევე თქვა, რომ ევროკავშირი ფაქტობრივად, NATO-ს დანამატი იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner