საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის N2-ში არსებული სკვერი რეაბილიტირდა. შესაბამისი სამუშაოები 1 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა. ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ზონა, სავარჯიშო სივრცე და სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყო. ასევე, გამწვანებულ ზოლში ნიადაგის მულჩირება მოხდა.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან და საკრებულოს წევრ ლევან არველაძესთან ერთად გაეცნო.
„საბურთალოს რაიონს კიდევ ერთი განახლებული სკვერი შეემატა. მსგავსი სივრცეების მოწყობა, რომლითაც რამდენიმე კორპუსის მაცხოვრებელი სარგებლობს, ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი სივრცეების შექმნას და არსებულის განახლებას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, საბურთალოს გამგეობის დაფინანსებით, შპს „ტაომ“ შეასრულა.