logo_geo
eng_logo
ვალერი გელაშვილი: ეკლესიურად ვცხოვრობ... მომხრე ვარ, აღნიშნული ჩანაწერი გაკეთდეს კონსტიტუციაში!
- +

8 მარტი. 2016. 14:44



„არ მგონია, რომ საკონსტიტუციო ცვლილების გამო „ქართული ოცნება" და რესპუბლიკური პარტია ერთამანეთს დაუპირისპირდეს", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი ვალერი გელაშვილი  „რეპორტიორთან" საუბრისას აცხადებს.


საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც გულისხმობს ქვეყნის უმაღლეს კანონში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, გელაშვილი მხარს უჭერს. დეპუტატს მოლოდინი აქვს, რომ აღნიშნულ ჩანაწერს პარლამენტში ბევრი მხარდამჭერი ეყოლება.


„მე ეკლესიურად ვცხოვრობ... მომხრე ვარ, აღნიშნული ჩანაწერი გაკეთდეს კონსტიტუციაში და ვფიქრობ, ამისთვის  ხმათა საკმარისი რაოდენობა შეგროვდება", - განაცხადა დეპუტატმა.


შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მომხრე არაა რესპუბლიკური პარტია.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner