„დღეს დადასტურდა, რომ რუსული დროშის ქვეშ გემმა შემოიტანა საწვავი „გალფისთვის“, რომელიც არის კეზერაშვილის მფლობელობაში,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკას“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა შპს „ტერმინალ 1“-ის განცხადებას, რომელიც კომპანიაში „ტვ პირველის“ მიერ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტზე საპასუხოდ გაკეთდა.
მისი თქმით, გამოდის რომ, რუსული ნავთობი კეზერაშვილს შემოაქვს თავისი კომპანიისთვის, რომელიც ასევე არის „ტვ პირველის“ ერთ-ერთი დამფინანსებელი.
„ტვ პირველზე“ „ტერმინალ 1“-ზე გავიდა სიუჟეტი, რომლითაც ბრალს სდებდნენ „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან სანქციების გვერდით ავლით თანამშრომლობაში, რომ თითქოს რუსული დროშის ქვეშ შემოვიდა საწვავი საქართველოში. როდესაც ჩვენ ყველა ფაქტი და არგუმენტი საჯაროდ გამოვიტანეთ, ამაზე „ტვ პირველმა“ აპელირება შეწყვიტა და დღეს, როდესაც დადასტურდა, რომ რუსული დროშის ქვეშ გემმა შემოიტანა საწვავი „გალფისთვის“, რომელიც არის კეზერაშვილის მფლობელობაში, გამოდის რომ, რუსული ნავთობი კეზერაშვილს შემოაქვს თავსი კომპანიისთვის, რომელიც ასევე არის ერთ-ერთი დამფინანსებელი ამ ტელევიზიის“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
შპს „ტერმინალ 1“ „ტვ პირველს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს