logo_geo
eng_logo
14 მაისიდან Inter RAO ფინეთში ელექტროენერგიის მიწოდებას შეაჩერებს
- +

13 მაისი. 2022. 21:03

 

 

გადაუხდელობის გამო, რუსული კომპანია Inter RAO ფინეთში ელექტროენერგიის მიწოდებას შეაჩერებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია Inter RAO-ს შვილობილი კომპანიის, RAO Nordic Oy-ს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„იძულებულნი ვართ 14 მაისიდან შევაჩეროთ ელექტროენერგიის იმპორტი. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება და რუსეთთან ელექტროენერგიის ვაჭრობა აღდგება“, - აცხადებენ კომპანია RAO Nordic Oy-ში.

კომპანია RAO Nordic Oy-ში განმარტავენ, რომ 6 მაისიდან Nord Pool-ის ბირჟაზე გაყიდული ელექტროენერგია გადახდილი არ არის. ამის გამო, კომპანიამ, თავის მხრივ, ვერ გადაიხადა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი.

თავის მხრივ, ფინური ქსელის ოპერატორი Fingrid-ი აცხადებს, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის ბაზარს არაფერი ემუქრება.

 

„იმპორტი შეიძლება ანაზღაურდეს ელექტროენერგიის ბაზარზე მეტი ელექტროენერგიის იმპორტით შვედეთიდან და ნაწილობრივ შიდა წარმოების ხარჯზე“, - აღნიშნეს Fingrid-ში.

12 მაისს, ფინეთმა ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო. ერთობლივი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნეს.

ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი გააკეთ

ფინეთი მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, თუმცა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების, რუსეთიდან მომდინარე საფრთხისა და აგრესიის გამო სტრატეგია შეცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner