logo_geo
eng_logo
იოსებ არჩვაძე: ჩვენი ეკონომიკის მთლიანი, შიდა პროდუქტის დიდი ნაწილი მიემართება მსოფლიო ბაზარზე, ანუ ის არის კონკურენტუნარიანი
- +

13 მაისი. 2022. 21:07

 

 

„ჩვენი ეკონომიკის მთლიანი, შიდა პროდუქტის დიდი ნაწილი მიემართება მსოფლიო ბაზარზე, ანუ ის არის კონკურენტუნარიანი, „- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, იოსებ არჩვაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„ეს მიუთითებს როგორ ჩვენი პროდუქციის ხარისხის ამაღლებაზე, ისე ქართველი ბიზნესმენების უნარს, ადგილი მყარად დაიმკვიდრონ მსოფლიო მეურნეობაში“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

 

33%-იანი ზრდა - ეს ბოლო 4 თვის განმავლობაში გაზრდილი ექსპორტის მაჩვენებელია. საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ კი, იანვარ-აპრილში 5-მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით საზღვარგარეთ მძიმე მრეწველობის პროდუქტები, ფეროშენადნობები და ღვინის ნაწარმი გავიდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner