შვედეთის განათლების მინისტრმა არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო თანამდებობა დატოვა.
აიდა ხაჯიალიჩი პოლიციამ ქალაქ მალმესკენ მიმავალ გზაზე შეამოწმა.
თავად ექს-მინისტრმა განაცხადა, რომ მომხდარი აღნიშნული „მისი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა იყო" და აცხადებს, რომ მზად არის ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი აგოს.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განათლების მინისტრის უფლებამოსილების დროებითი შემსრულებელი უკვე დანიშნა.