logo_geo
eng_logo
ზელენსკის განცხადებით, პუტინის სახის შესანარჩუნებლად მაკრონმა მას უკრაინის სუვერენიტეტზე გარკვეული დათმობები შესთავაზა
- +

13 მაისი. 2022. 21:31

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დასასრულებლად მოლაპარაკებებში შუამავლობით წარმატებას ვერ მიაღწია. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ Rai 1-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთისთვის გამოსავალი არ უნდა ვეძებოთ და ბატონი მაკრონი ტყუილად აკეთებს ამას. მას აქვს შესანიშნავი გამოცდილება, რომ სანამ თავად რუსეთს არ მოუნდება, ის არაფერს აკეთებს. მას სურდა, შუამავლობით გარკვეული შედეგები მიეღო და ვერ მიიღო არა ჩვენი, არამედ რუსეთის მხრიდან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ პუტინის სახის შესანარჩუნებლად მაკრონმა მას უკრაინის სუვერენიტეტზე გარკვეული დათმობები შესთავაზა.

 

„ვფიქრობ, რომ ეს არ არის ძალიან კორექტული. ჩვენ არ ვართ მზად ვიღაცისთვის რაღაც გადავარჩინოთ და ამის გამო ტერიტორიები დავკარგოთ. ეს დაკარგული დროა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner