logo_geo
eng_logo
საპატრიარქო: ინფორმაცია ეპისკოპოს მელქისედეკის დასჯის და ხელდასხმის უფლების შეჩერების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება
- +

13 მაისი. 2022. 23:36

 

 

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ ინფორმაცია, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის დასჯისა და ხელდასხმის უფლების შეჩერების შესახებ, სიმართლეს არ ​შეესაბამება.

 

„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეკრებაზე დასაჯა კომისიის მიერ და აეკრძალა სასულიერო პირების ხელდასხმა.

 

განვმარტავთ, რომ აღნიშნულ კომისიაზე მოხდა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ საპატრიარქოს სამღვდელო კომისიას გაივლიან მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში სასულიერო პირად ხელდასხმის კანდიდატები. რაც შეეხება ინფორმაციას ეპისკოპოსის დასჯის და ხელდასხმის უფლების შეჩერების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება",- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner