logo_geo
eng_logo
ჯენ ფსაკი: აშშ მუშაობს ნატოში ფინეთისა და შვედეთის შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციის დასაზუსტებლად
- +

13 მაისი. 2022. 23:37

 

 

აშშ მუშაობს თურქეთთან, რათა გაარკვიოს მისი პოზიცია ნატოში ფინეთისა და შვედეთის შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განუცხადა.

„ვმუშაობთ იმაზე, რომ თურქეთის პოზიცია უფრო ნათელი გავხადოთ. მედიას ასევე შეუძლია მიმართოს თურქეთის ხელისუფლებას დამატებითი კომენტარებისთვის. ჩემი აზრით, უდავოა, და ამას ნატოს წევრი რიგი ქვეყნების ლიდერების განცხადებებიც ადასტურებს, რომ ეს ფინეთისა და შვედეთის სურვილთან დაკავშირებით მხარდაჭერა არსებობს“, - განაცხადა ფსაკიმ.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. ერდოღანის თქმით, შვედეთი და სხვა სკანდინავიური ქვეყნები მხარს უჭერდნენ ქურთების შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებს უწოდებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner