logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი ფინეთისა და შვედეთის ლიდერებს ესაუბრა და განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს თითოეული ქვეყნის გადაწყვეტილებას ნატოში გაწევრიანების შესახებ
- +

13 მაისი. 2022. 23:39

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ფინეთისა და შვედეთის ლიდერებს ესაუბრა და განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს თითოეული ქვეყნის გადაწყვეტილებას ნატოში გაწევრიანების შესახებ.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა ნატოს ღია კარის პოლიტიკას და ფინეთისა და შვედეთის უფლებას გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი, საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების ზომები“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ლიდერებმა ასევე განიხილეს მჭიდრო პარტნიორობა გლობალურ საკითხებზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება.

„ლიდერებმა დაადასტურეს ერთობლივი მზაობა უკრაინისა და ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად კოორდინაციის გაგრძელებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner